08/08/2023
12:24
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის დენის გონჩარის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი არ ექვემდებარება გადამოწმებას და რესპუბლიკები მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობენ გაფართოების მიზნით. ამის შესახებ გონჩარმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გონჩარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორი „რესპუბლიკის“ წარმატებებზე სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეკონომიკის განვითარების გზაზე და მიუთითა ვაჭრობის ზრდასა და ტურისტული კონტაქტების გაფართოებაზე.
მისივე თქმით, გარდა ამისა, რუსეთი აფხაზ და სამხრეთ ოსეთის პარტნიორებთან ერთად, ემზადება მათი დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავისთვის, რომელიც 26 აგვისტოს აღინიშნება.
„რუსეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი მოკავშირული ურთიერთობების დამყარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები. ეს პოზიცია არ ექვემდებარება კონიუნქტურას" - განაცხადა გონჩარმა.
0
0