რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - ჯონ კირბი
10/01/2025
23:48
მსოფლიო
A-
+A
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანი ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა
საპასუხოდ, კირბიმ აღნიშნა, რომ ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები ვაჭრობის მონეტა გახდებოდა.
„ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები გახდება ვაჭრობის მონეტა, როდესაც უკრაინას მოუნდება ამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ახლა არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ რომელიმე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, – განაცხადა კიბრიმ.
0
0
36
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%