03/03/2022
21:11
მსოფლიო
„მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინისა და რუსეთის მხარეებს შორის ახლახან დასრულდა. სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის შედეგები, რომლებსაც ველოდებოდით და ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან საკმაოდ ბევრი ქალაქია ალყაში, სადაც შეიქმნა დრამატული სიტუაცია საკვებ პროდუქტებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით. ამიტომ, ვაჯამებ ოფიციალურად, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები და შესაბამისად, შევთანხმდით, გავაგრძელოთ მუშაობა მესამე რაუნდში, რომელიც მაქსიმალურად უახლოეს პერიოდში გაიმართება.
მხარეები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივ უზრუნველყოფაზე დროებითი ცეცხლის შეწყვეტით და ასევე, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მისაწოდებლად იმ ადგილებში, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს. ვაკონკრეტებ, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა კონკრეტულად იმ ადგილებში, სადაც ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება, მხოლოდ და მხოლოდ ევაკუაციის პერიოდში. შესაბამისად, რუსეთი და უკრაინა მალე შექმნიან კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების არხებს ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის“, - განმარტა პოდოლიაკმა.
0
0