01/08/2023
16:29
კონფლიქტები
საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ფლეშმობი გამართეს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორმა იეგორ კუროპტევმა განაცხადა. მან რუსებს მიმართა ფრაზის გამოქვეყნების თხოვნით - „მე ვარ რუსეთის მოქალაქე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“
„ჩვენ, რუსები, რომლებიც ვცხოვრობთ საქართველოში, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ვეწინააღმდეგებით კრემლის ამჟამინდელ დიქტატორულ რეჟიმს და მის აგრესიას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ რუსს საქართველოში, მონაწილეობა მიიღოს სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციაში. ჩვენ ერთად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მოვუწოდებთ სამართლიანობისკენ. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს სუვერენული ტერიტორიებია“ - განაცხადა კუროპტევმა.
ფლეშმობს უკვე რამდენიმე ადამიანი შეუერთდა, წერს Paper Kartuli. ერთ-ერთმა მონაწილემ, ომის საწინააღმდეგო პროექტის „მომავლის ჩელიაბინსკის“ დამფუძნებელმა ბორის ზოლოტარევსკიმ გამყოფ ხაზში მოგზაურობის გამოცდილებას აზიარებს.
ფლეშმობის კიდევ ერთმა მონაწილემ, ანტონ მიხალჩუკმა აღნიშნა: „ძალიან მრცხვენია ჩემი თანამემამულეების, რომლებიც არა მხოლოდ სიტყვიერად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას, არამედ ისე იქცევიან, თითქოს ეს საამაყოა“.
0
0