04/05/2023
14:01
მედიცინა
მარტვილში რამდენიმე დღის წინ მიუსაფარმა ძაღლმა, რომელსაც ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, 22 ადამიანი დაკბინა.
როგორც "სფეისნიუსს" მარტვილის საზოგადობერივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ისინი დანიშნული გრაფიკის მიხედვით იკეთებენ ვაქცინაციას და მკურნალობას განაგრძობენ.
"დანიშნული გრაფიკის მიხედვით იკეთებენ ვაქცინაციას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია",- აცხადებს როზა ჯანაშია.
შეგახენებთ, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში, რაც ჯერჯერობით არ მოხსნილა.
განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში.
კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.
ცნობისთვის, ფაქტი 24 აპრილს დაფიქისრდა. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა იმ დღიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024