20/12/2021
16:22
სხვადასხვა
ჯონი ნიუ მექსიკოში, მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. ბიჭუნამ ლაპარაკი გვიან დაიწყო, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყოველთვის ახლის შეცნობას ცდილობდა.
„პირველ კლასში ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან ჩემგან მხოლოდ ჩუმად ჯდომას და მასწავლებლის ყურადღებით მოსმენას ითხოვდნენ. პრობლემები მეორე კლასში, კითხვის სწავლებასთან ერთად დაიწყო“ - იხსენებს ჯონი.
ბიჭი მასწავლებლის ახსნა-განმარტებებს ყურადღებით უსმენდა, მაგრამ ერთმანეთში ჩახლართულ ასოებს ვერაფერი გაუგო. ჯონი ათი წლის ისე გახდა, რომ წერა-კითხვა ვერ ისწავლა.
ბავშვი ჩამორჩენილთა ჯგუფში გადაიყვანეს. ჯონს სკოლა შესძულდა და გაკვეთილებზე ყოველდღე ისე მიდიოდა, როგორც კატორღაში, თუმცა, საშველი იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდა - ჯონს გამოცდების ჩაბარებაში მეგობრები დაეხმარნენ.
„სპორტი ყოველთვის მიყვარდა და შესანიშნავი სპორტული მონაცემებიც მქონდა, ამიტომ მასწავლებლები ხშირად სწავლასთან დაკავშირებულ ჩემს პრობლემებზე თვალს ხუჭავდნენ. სხვათა შორის, მათემატიკური ნიჭიც მქონდა - გონებაში ძალიან ადვილად ვანგარიშობდი და სკოლის განრიგსადვილად ვიმახსოვრებდი. თანატოლებთან საერთო ენას ადვილად ვპოულობდი. გოგოები ჩემზეგიჟდებოდნენ...“ - იხსენებს ჯონი.
სწორედ ჯონზე შეყვარებულმა ერთ-ერთმა გოგონამ მისთვის საშინაო დავალებების შესრულება და საკონტროლო წერის დროს დახმარება გადაწყვიტა. თანდათან მოზარდმა ეშმაკობაც ისწავლა. სასკოლო წერების დროს ჯონი თანაკლასელების რვეულებში იყურებოდა და უბრალოდ, იხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა ისე, რომ ნაწერის მნიშვნელობა არ ესმოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯონი კოლეჯში განაგრძობდა მასწავლებლების მოტყუებას. მაგალითად, ზოგიერთ საგანში მან საგამოცდო ბილეთების შოვნა და მეგობრების დახმარებით, დაზეპირება შეძლო.
ერთხელ ახალგაზრდამ კოლეჯის დარაჯთან მოლაპარაკება და ჩაკეტილი სეიფიდან საგამოცდო ბილეთების მოპარვაც კი შეძლო. ასეთი ხრიკები ამართლებდა და ჯონი კურსიდან კურსზე გადასვლას ახერხებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯონიადამიანების მოტყუებით სიამოვნებას იღებდა. მას რცხვენოდა და სტკიოდა. ღამით კი საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი პატარა ბავშვივით ტიროდა.
სამართლიანობისთვის აღვნიშნავთ, რომ ჯონმა წერა ცოტაოდენი წერა ისწავლა - დაახლოებით ისე, როგორც პირველკლასელი წერს, მაგრამ დაწერილის წაკითხვა საერთოდ არ შეეძლო.
როდესაც ჯონ კორკორანმა კოლეჯი დაამთავრა, ქვეყანაში მასწავლებლების დეფიციტი იყო და .. მან მასწავლებლობა გადაწყვიტა. სკოლაში და კოლეჯში სწავლის დროს ბიჭი ტყუილში ვერც ერთხელ გამოიჭირეს, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ ეშმაკობა სამსახურშიც გაუვიდოდა.
სკოლაში ჯონ კორკორანი სხვადასხვა საგანსასწავლიდა: ფიზიკურ აღზრდას, საზოგადოებრივ მეცნიერებას და საბეჭდ მანქანაზე ტექსტის აკრეფასაც კი. ის ტექსტს სწრაფად და უშეცდომოდ კრეფდა, თუმცა ვერ ხვდებოდა რას ბეჭდავდა.
გაკვეთილების დროს ჯონი დაფაზე თითქმის არასოდეს წერდა, მაგრამ მოსწავლეებთან ერთად უყურებდა ფილმებს და განიხილავდა. მასწავლებელი თავის შეგირდებს მსჯელობას და აზროვნებას ასწავლიდა და ამან შესანიშნავი შედეგი გამოიღო. თუ დაფაზე რამის დაწერა ან წაკითხვა იყო საჭირო, ჯონი ამის გაკეთებას ერთ-ერთ მოსწავლეს თხოვდა.
ჯონის ყველაზე დიდი შიში სკოლის ყოველკვირეულ შეხვედრებს უკავშირდებოდა. ასეთ შეხვედრაზე დირექტორი მასწავლებელს საკუთარი იდეების დაფაზე დაწერას თხოვდა. ჯონს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ასეთ სიტუაციაში გულზე ხელს მიიჭერდა და ცუდად ყოფნას გაითამაშებდა. თუმცა, გაუმართლა - მისთვის იდეების დაფაზე დაწერა არასოდეს უთხოვიათ.
ჯონ კორკორანი სკოლაში 1961 წლიდან 1978 წლამდე ასწავლიდა. სკოლიდან წასვლის მერვე წელს კი მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
„თითქმის 48 წლის ვიყავი, როცა ტელევიზორში ამერიკის პირველ ლედის, ბარბარა ბუშს მოვუსმინე. მან ზრდასრულთა წიგნიერების სპეცკურსის შესახებ ისაუბრა, რომლის გავლაც ბიბლიოთეკებში შეიძლებოდა. გაოგნებული დავრჩი, რადგან მეგონა, რომ მსგავსი პრობლემები ჩემს გარდა, მსოფლიოში არავის აქვს. ბევრი არ მიფიქრია, ბიბლიოთეკაში მივედი, სპეცკურსის ხელმძღვანელს შეხვდი და ვაღიარე, რომ წერა-კითხვა არ შემეძლო.
65 წლის მოხალისე ქალთან სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჯონი უკვე მეექვსე კლასელის დონეზე კითხულობდა და წერდა. მან გადაწყვიტა, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მაგალითი
მიეცა და საკუთარი თავგადასავალი ლარი კინგის და ოპრა უინფრის შოუებში მოყვა.
ჯონი ახლა 84 წლისაა. მას შემდეგ, რაც წერა ისწავლა, ორი წიგნი გამოსცა და გაუნათლებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი დააარსა. ის გარკვეული დროის განმავლობაში უძრავი ქონებით ვაჭრობდა და ადვოკატად მუშაობდა.
მასწავლებლობა უდიდესი ნიჭია, რომელიც ადამიანს დაბადენიდან დაჰყვება. ჯონი ამ ნიჭს აშკარად ფლობდა, მაგრამ წერა-კითხვის არცოდნამ საკუთარი უნარების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა.
https://kulturologia.ru/blogs/161221/51918/
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024