22/06/2022
12:52
მსოფლიო
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მწვავედ აკრიტიკებდა უკრაინის დიდი ხნის სურვილს - შეუერთდეს სამხედრო ალიანსს (ნატოს), ის ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საწინააღმდეგო", თუ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
თუმცა, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს „უფრო მეტ ყურადღებას“ მიაქცევს, რადგან ევროკავშირი საკუთარი თავდაცვითი ძალების შექმნას ცდილობს.
„ევროკავშირში სამხედრო, თავდაცვითი და უსაფრთხოების კომპონენტები განიხილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ზედმიწევნით ვაკვირდებით“, - თქვა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვარაუდით, უკრაინის ამ ნაბიჯს შესაძლოა რუსეთის მხრიდან შურისძიება მოჰყვეს.
„ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0