17/12/2021
15:23
სხვადასხვა
მაკოლეი კალკინი (კევინ მაკკალისტერი)
საახალწლო კომედიის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მაკოლეი კალკინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იქცა. მოგვიანებით მან რამდენიმე საკმაოდ წარმატებულ ფილმში ითამაშა, თუმცა,"მარტო სახლში"-ს წარმატება ვერც ერთმა გაიმეორა. როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს - თავბრუდამხვევმა წარმატებამ მაკოლეის ცხოვრებაში უამრავი პრობლემა გააჩინა. კალკინი ნარკოტიკებზე დამოკიიდებული გახდა, მშობლებთან იჩხუბა და კინოკარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა. დაუჯერებელია, მაგრამ თითქმის ოცი წლის მანძილზე მაკოლეი კარჩაკეტილი ცხოვრობდა. შემოქმედებითი პაუზა 2003 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს წელს მაკოლეი კალკინმა ფილმში "კლუბური მანია" ნარკომანის როლი შეასრულა, ავტობიოგრაფიული რომანი „უმცროსი“ დაწერა და მეგობრებთან ერთად პაროდიული ჯგუფი Pizza Underground ჩამოაყალიბა.
წელს მსახიობს მეგობარი გოგონასგან პირველი შვილი - დაკოტა შეეძინა. ახლახან ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „American Horror Story: The Double Play“ რომელიც ადასტურებს, რომ მსახიობის ნიჭი არსად დაკარგულა.
ჯო პეში (ჰარი ლაიმი)
ეს მსახიობი ყოველთვის მეორეხარისხოვანი როლების ვარსკვლავად ითვლებოდა. კომედიაში „მარტო სახლში“ პეშმა განგსტერული დუეტის შედარებით ჭკვიანი წევრის როლი შეასრულა. ჯო ყოველთვის მოთხოვნადი მსახიობი იყო. კონოკარიერის გარდა, გატაცებულია მუსიკით. ორი წლის წინ ჯო პეშმა ფილმში „ირლანდიელი“ მაფიის ბოსის როლი შეასრულა.
დანიელ სტერნი (მარვ მურჩინსი)
ამ როლამდე დანიელი ნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო. საახალწლო კომედიას ორი მსგავსი ფილმი მოჰყვა, მაგრამ ეს მსახიობი ყველასთვის მაინც უიღბლო ბანდიტის როლთან ასოცირდება. დანიელმა რეჟისორობაც სცადა და კომედია გადაიღო. ამას შემდეგ ჰოლივუდის სხვა ფილმებში როლები მოჰყვა: "კალათბურთის ცხელება“ "ძალიან ცუდი" და ა.შ.
ამჟამად სტერნი ცდილობს ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. მსახიობს ცოლი და სამი ზრდასრული შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი კალიფორნიის შტატის სენატორია, უფროსი ქალიშვილი სოფია - მუსიკოსი, უმცროსი ქალიშვილი ელა კი პარამედიკოსი. თავად დანიელი ბრინჯაოს ქანდაკებების შექმნითაა გატაცებული. მისი ნამუშევრები ამერიკის სხვადასხვა გამოფენებს ამშვენებს.
კეტრინ ო'ჰარა (ქეით მაკალისტერი)
კანადელმა მსახიობმა კეტრინ ო'ჰარამ კეით მაკკალისტერის როლს განსაკუთრებული შტრიხები შემატა. კეტრინი წლების მანძილზე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. მსახიობმა საკუთარი თავი მთლიანად ქმარს და ორ შვილს მიუძღვნა. 2000-იან წლებში მან კინოში გადაღება განაახლა და მაყურებლის სიყვარული მოიპოვა. თავად ო'ჰარა აღიარებს, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მულტფილმების გახმოვანება ანიჭებს. მან ისეთი პოპულარული ანიმაციური ფილმები გაახმოვანა, როგორებიცაა: „ადამსების ოჯახი“, „ტყის საძმო“ და სხვა. მსახიობი ემის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და კანადის ორდენის კავალერია.
ჯონ ჰერდი (პიტერ მაკკალისტერი)
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილია, ეს მსახიობი მაყურებელს ყოველთვის უყვარდა. „მარტო სახლში“-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ჯონ ჰერდი კიდევ ბევრ ფილმში გადაიღეს, თუმცა პიტერ მაკკალისტერის როლი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მსახიობი 2017 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დევინრეტრი (ბაზმაკკალისტერი)
დევინ რატრი კევინის უფროსი ძმის, ბაზის როლისთვის იდეალური კანდიდატურა იყო. "მარტო სახლში"-ს შემდეგ დევინმა პროდიუსერებისგან სახაისათო როლებზე უამრავი შეთავაზება მიიღო, თუმცა მსახიობი სახასიათო როლებს არ დასჯერდა და მსახიობის ხელოვნების დაუფლება გადაწყვიტა. სწავლის დასრულების შემდეგ დევინი კინოს დაუბრუნდა და შეასრულა როლები ფილმებში "სუროგატები" და "ნებრასკა". სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, დევინ რეტრიმ წარმატებით მოახერხა „მარტო სახლში“-ს გავლენისგან გათავისუფლება და მისი პერსონაჟები ძალიან მრავალფეროვანია. ამის მიუხედავად, მსახიობი დათანხმდა პროდიუსერების შეთავაზებას და წელს „მარტო სახლში“-ს გაგრძელებაში ზრდასრული ბაზ მაკკალისტერის როლი შეასრულა.
კირანკალკინი (ფულერმაკკალისტერი)
მაკოლეი კალკინის ნამდვილმა უმცროსმა ძმამ კომედიაში კევინის ბიძაშვილის, ფულერის როლი შეასრულა, რომელიც ძალიან ბევრ პეპსის სვამდა და ღამე შარდის შეუკავებლობით იტანჯებოდა. კირან კალკინი ძმის მსგავსად, ნიჭიერი აღმოჩნდა და Home Alone-ის გამოსვლის შემდეგ მსახიობის კარიერა გააგრძელა. კირანმა ემისა და ოქროს გლობუსზე ნომინირებულ ფილმში „შთამომავლობა“ რომან როის როლი შეასრულა.
უფროსი ძმის, მაკოლეისგან განსხვავებით, კირან კალკინს „ვარსკვლავური გარეგნობა“ არასოდეს ჰქონია. ის ყოველთვის დაბალი და გამხდარი ბიჭი იყო. მაყურებელს კირანი წარმოუდგენელი მომხიბვლელობის გამო შეუყვარდა. კირანის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მსახიობი ჯაზ ჩარტონზე დაქორწინდა, რომელსაც კინოს სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს. წყვილს ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა.
რობერტს ბლოსომი (მოხუცი მარლი)
რა თქმა უნდა მოხუცი, რომლის როლსაც რობერტს ბლოსომი თამაშობდა, მანიაკი არ ყოფილა, თუმცა მსახიობის არსენალში მსგავსი როლიც იყო. 1974 წელს გადაღებულ ფილმში „შეშლილი“ მან სერიული მკვლელის როლი შეასრულა. თავისი კარიერის მანძილზე რობერტ ბლოსომმა უამრავი წარმოუდგენლად განსხვავებული პერსონაჟის როლი შეასრულა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რობერტი პროფესიით თერაპევტია. მას მსახიობის კარიერაზე არასოდეს უოცნებია, ის უფრო პოეზიით იყო დაინტერესებული. ბლოსომმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოლა. რობერტსმა მსახიობობა ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გადაწყვიტა და ასე დაიწყო მისი წარმატებული კარიერა. სამწუხაროდ, ნიჭიერი მსახიობი ათი წლის წინ, ინსულტით გარდაიცვალა.
ჯონ ქენდი (გას პოლინსკი)
ამბობენ, რომ რაც უფრო მხიარულია მსახიობი ეკრანზე, მით უფრო სევდიანია მისი რეალური ცხოვრება. კანადელი კომიკოსი ჯონ ქენდიც ასეთი იყო. მსახიობი 44 წლის ასაკში, 1994 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მთელი ცხოვრება ჭარბი წონის პრობლემას ებრძოდა, რაც საბოლოოდ მისი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024