31/03/2022
12:26
კონფლიქტები
"ჩვენ ალანია უკვე გვაქვს: ჩრდილოეთ ოსეთიც – ალანია და სამხრეთ ოსეთიც – ალანიის სახელმწიფო. ეს უკვე ერთი ალანიაა. როცა უკვე ვიქნებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, იქნება პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტების გაერთიანებასთან. დღეს სამხრეთ ოსეთს შეუძლია რუსეთის ფედერაციაში შევიდეს როგორც რუსეთის სუბიექტი. ვფიქრობ, რომ ოსეთის გაერთიანება აუცილებელია". – თქვა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ასე უფრო დაცული იქნება, რადგან "რუსეთის ფედერაცია არავის არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს საკუთარ ტერიტორიებს".
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს.
30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.
"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.
0
0