31/07/2024
15:42
კულტურა
ქართველ რეჟისორს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას 86 წელი შეუსრულდა.
რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოღვაწეობს, სადაც არაერთი წარმოდგენა შექმნა.
პირველი წარმატება 1965 წელს ა. მილერის „სეილემის პროცესით“ მოიპოვა. ამის შემდეგ იყო „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხანუმა“, „ყვარყვარე“, „რიჩარდ III“ და „კავკასიური ცარცის წრე“.
სპექტაკლი მეოცე საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული. რობერტ სტურუას შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის.
რეჟისორის არაერთი პრემიისა და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის: საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, შოთა რუსთაველის სახელობის, საქართველოს სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის პრემიები და სტანისლავსკის სახელობის საერთაშორისო პრემია.
0
0