21/01/2023
19:40
მედიცინა
6 წუთიანი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში საკმარისია ორგანიზმის მიერ იმ ცილის წარმოების გასახუთმაგებლად, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს ტვინის ჩამოყალიბებაში, მუშაობასა და მახსოვრობაში. ამ ცილის არაჯანსაღი წარმოება ისეთ ნეიროდეგერაციულ დაავადებებთან არის დაკავშირებული როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. სპეციალიზებული ცილა ტვინიდან წარმოშობილი ნეიტროფული ფაქტორია, რომელიც ნევრული უჯრედების ზრდასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ფიზიოლოგი ტრევის გიბონსის თქმით, ადამიანებისთვის ცილის ხელოვნურად მიწოდებამ და ფარმაცევტულმა საშუალებებმა იმედები არ გაამართლა.
“საჭირო გახდა ცილის წარმოების გასაზრდელადა და თავისთავად ტვინის მუშაობის შენარჩუნებასა და ჯანმრთელი დაბერების მისაღწევად არაფარმაკოლოგიური მიდგომის მონახვა," - თქვა გიბონსმა.
მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა დაედგინათ რომელი გაზრდიდა ცილის წარმოებას ყველაზე მეტად:
ა) 20 საათიანი შიმშილი,
ბ) 90 წუთი ველოსიპედით სეირნობა, თუ
გ) 6 წუთი ველოსიპედის მაღალი სიჩქარით ტარება.
6 წუთიანმა ინტენსიურმა ველოსიპედით რბოლამ ცილის შემცველობა სისხლში 4-5-ჯერ გაზარდა. 90 წუთიანმა სეირნობამ ოდნავი ზრდა გამოიწვია, ხოლო შიმშილმა - არანაირი.
ეს შედეგი შეიძლება ვარჯიშის თანმხლები ერითროციტების მოზღვავებით აიხსნას, რომლებიც ნეიტროფულ ცილას შეიცავენ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ამაღლებული ცილის დონე ვარჯიშისას ორგანიზმის "საწვავის' წყაროს შენაცვლებით არის გამოწვეული, რადგან ცნობილია, რომ მძლავრი ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმი ენერგიას გლუკოზის მაგივრად ლაქტატით იმარაგებს.
ბოლო ხანს უამრავი კვლევა ქვეყნდება, რომელიც ერთი მეორეს შემდეგ ფიზიკური ვარჯიშის სარგებლიანობასა და მის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ამტკიცებს - არისეს კონცენტრაციის გაუმჯობესება, კოგნიტური ფუნციონირება, თუ ფსიქოლოგიური სიჯანსაღე.
“ცხადია, რომ ვარჯიში ტვინის ჯანრთელობას სიცოცხლის ყველა ეტაპზე ამაგრებს,” - ამბობს ქეით თომასი, ფიზიოლოგი და კველევის თანაავტორი ოტაგას უნივერსიტეტში.
კვლევა ჟურნალ Journal of Physiology-ში გამოქვეყნდა.
წყარო: ScienceAlert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0