რეჟისორი, რომელიც ალეკ ბოლდუინმა დაჭრა, საავადმყოფოდან გაწერეს
22/10/2021
19:37
მსოფლიო
A-
+A
რეჟისორი ჯოელ სუზა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ მსახიობი ფრენსის ფიშერი “ტვიტერზე” წერს.
ფიშერი ფილმში მონაწილეობს, რომლის გადაღებებზეც უბედური შემთხვევა მოხდა.
“ჩვენი რეჟისორი ჯოელ სუზა საავადმყოფოდან გაწერეს”, – წერს ფიშერი და სთხოვს მედიას, დაუდასტურებელი ინფორმაციას არ გაავრცელონ.
ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოელ სუზა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 42 წლის უკრაინელი ოპერატორია. პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.
0
0
527
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%