რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია
03/09/2022
16:19
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა.
თურქული მხარის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს. ასევე მათ მზადყოფნა გამოთქვეს, გეგმის მიხედვით, გააგრძელონ თურქეთში აკუიუს ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებს დეტალურად განიხილავენ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი.
0
0
299
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%