30/06/2023
23:29
ეკონომიკა
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, Red Wings მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი და სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტებზე იფრენს.
პირველი რეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, სავარაუდოდ, 10 ივლისს შესრულდება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით - 11 ივლისს.
მოსკოვსა და ქუთაისს შორის ბილეთის მინიმალური ღირებულება დაახლოებით 17-18 ათასი რუბლია (190-210 დოლარი), სოჭსა და თბილისს შორის - დაახლოებით 7 ათასი რუბლი (80 დოლარი).
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Red Wings ვერ იწყებს ფრენებს საქართველოში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არარსებობის გამო. ავიაკომპანიამ ფრენების დაწყების ნებართვა ქართული მხრიდან ჯერ კიდევ მაისში მიიღო.
ახლა რუსეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისებს რუსული აზიმუტი და Georgian Georgian Airways ახორციელებენ.
მაისში მედიამ და სოციალური მედიის მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთი Red Wings-ის მიმართულებების სიაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართულებით ფრენები არ სრულდება.
0
0