07/10/2021
12:27
საზოგადოება
,,ღმერთმა იცის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არავის პატიმრობა არ მახარებს , არავისი და არც საქართველოს "მესამე პრეზიდენტის", არც ქილიკი და ირონია მიმაჩნია ადეკვატური მის მდგომარეობასთან მიმართებაში და თუ კიდევ უფრო ახლოს მივალ სერიოზულობასთან, მე მას უბრალოდ რამდენიმე კითხვას გულწრფელად და ადამიანურად დავუსვამდი :
👉ჯერ რატომ გვიჭერდი და გვყრიდი ციხეებში შენი პრეზიდენტობისას მხოლოდ და მხოლოდ ე.წოდებული"გონივრული ეჭვებით", და მერე რატომ ეძებდი მტკიცებულბებს ნებისმიერ ფასად, ამ პატიმრობის "გასაპრავებლად "?
👉რატომ გვიკრძალავდი სატელეფონო ზარებს და ახლობლებთან შეხვედრას დაჭერის წამიდან ? რატომ არ გვახვედრებდი ოჯახის წევრებს პატიმრობის პირველ თვეებში ? თუ, გვახვედრებდი მხოლოდ დისკრეციულად, რამდენიმე წუთით, ისიც მეთვალყურეობის ქვეშ, რატომ ?
👉რატომ გვტენიდი საკნებში, სადაც არ იყო საწოლების საკმარისი რაოდენობა, არ იყო ფართი, ვიხრჩობოდით ერთ პატარა ოთახში 20-25 კაცი, საშინელ ჰიგიენურ პირობებში, ჭუჭყსა და უჰაერობაში, რატომ?
👉რატომ არ გვაძლევდი და გვართმევდი საკნიდან ტელევიზორს, "პლეისტეიშენს", ჭადრაკსაც კი თუ "ცუდად" მოვიქცეოდით, რატომ?
👉რატომ არ გვქონდა ხანგრძლივი პაემნები მთელი შენი მმართველობის მანძილზე ? ოჯახებს რატომ არ აძლევდი ხანგრძლივად შეხვედრის უფლებას ?
👉რატომ გვაჭმევდი საშინელ საკვებს, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებდა და "პერედაჩით" მოსულ აცრემლებულ ახლობლებს დილიდან საღამომდე, ზოგჯერ ორი დღე რატომ აყენებდი რიგებში, სანამ მოტანილი საკვები არ აყროლდებოდა ?
👉რატომ არ ამართლებდით შენ და იმდროინდელი შენი სასამართლო საერთოდ არავის და რატომ გვისპობდი ყოველგვარ იმედს სიმართლის დამტკიცებისა ?
👉რატომ გვართმებდი ქონებას და უფლებებს ისე, რომ უსამართლობის განცდას არა მარტო გვიტოვებდი, არამედ თავხედურად გვიფიქსირებდი საკუთარ ძალმოსილებას?
👉რატომ გვისმენდი თავისუფლებაზე ყველგან და ყველას ?
👉რატომ იყო განსხვავებული აზრი და პოლიტიკური პოზიცია შენთვის მიუღებელი იმდენად, რომ ასეთ ადამიანებს "კუდის" და "სოდის "სამიზნედ აქცევდი და დევნიდი ?
👉რატომ იყენები სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას -
პატიმრობას თითქმის ასპროცენტიანი სტატისტიკით ?
👉რატომ იძახდი შენი არჩევის დღიდან "შინაურებში", რა დროს დემოკრატიაა, მიაწექით, კონტრრევოლუცია არ მოგვიწყონ, მაგაზე იფიქრეთო ?
👉რატომ არ სჯიდი მათ, ვინც შენს გუნდში იყვნენ და ძალაუფლების ვერდამტევლები გიჟურ ამბებს ჩადიოდნენ - ამცირებდნენ, აბუჩად იგდებდნენ, ძალადობდნენ, კლავდნენ ?
👉რატომ აქეზებდი შენი გულისთვის ყველა უკანონობის ჩამდენებს?
ეს ისე უცებ, რაც მწარედ მომაგონდა, თორემ კაცური და ვაჟკაცური კითხვები ბევრია შენთან....
ასეა თუ ისე, მე შენი პატიმრობა ადამიანურად მართლა არ მახარებს, გაგიკვირდება, მაგრამ მაწუხებს კიდეც , თუმცა ეს კითხვები არის შენთან, თან ბევრი, ალბათ დადგა პასუხების დრო, მე სიამოვნებით მოგისმენ, მაგრამ მეეჭვება ამ ყველაფერზე შენ მისაღები პასუხები გქონდეს ! ‘’ - წერს ქვარაია
0
0