30/05/2023
23:41
სპორტი
ბუენოს-აირესის "მონუმენტალის" სტადიონთან მარსელო გალიარდოს ძეგლი გახსნეს.
რვამეტრიან ქანდაკებაზე გალიარდოა გამოსახული, რომელსაც ლიბერტადორესის თასი აქვს აღმართული.
ძეგლის გახსნას თავად გალიარდო დაესწრო.
ბევრმა ყურადღება იმას მიაქცია, რომ ქანდაკებაზე სასქესო ორგანო დიდადაა გამოსახული.
მოქანდაკე მერსედეს სავალას თქმით, მან ეს სპეციალურად გააკეთა.
"ფეხბურთში ხშირად ამბობენ: "შენ კვერცხები უნდა გქონდეს". აი, ამიტომ გავუკეთე სხეულის ეს ნაწილი უფრო შესამჩნევი. ეს გულშემატკივრებისდმი ჟესტია.
საბედნიეროდ, გალიარდოს ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება არ მოუთხოვია და მშვიდად მუშაობის საშუალება მომცა", - განაცხადა სავალამ La Nacion-თან ინტერვიუში.
ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გალიარდომ "რივერ პლეიტში" თამაშისას 1996 წელს მოიგო ლიბერტადორესის თასი, 2015 და 2018 წლებში კი ამ ტურნირზე მწვრთნელის რანგში გახდა გამარჯვებული.
0
0