14/09/2022
13:44
მედიცინა
ადამიანებს მზესთან რთული ურთიერთობა აქვთ. ადამიანებს უყვართ მზის სინათლე, მაგრამ სცხელათ, იოფლებიან. შემდეგია მზისგან დამცავი რიტუალები: მზის კრემი, შლიაპები, და სათვალეები. თუ სიცხეში თავდაუცველად დიდხანს დარჩებით, თქვენი სხეული სამაგიეროს გადაგიხდით დამწვრობით. ჟერ სიცხე, შემდეგ ტკივილი, ბოლოს კი სინანული.
ნუთუ ადამიანები სულ ასე წუხდნენ მზეზე და რა უზამდა მზე მათ? როგორც ჩანს - არა. ეონების მანძილზე, კანი მზეს უძლებდა.
კანი, თქვენსა და სამყაროს შორის
ადამიანებმა მზის ქვეშ განიცადეს ევოლუცია. მზის სინათლე მათ ცხოვრებაში მუდმივი ფაქტორი იყო და მათ დღეებსა და წელიწადის დროებს შორის უკვლევდა გზას. ჰომო საპიენსმა პრეისტორიისა და ისტორიის უმეტესობა ველურ ბუნებაში გაატარა. მაშინ კანი ადამიანსა და სამყაროს შორის ერთადერთ ბარიერს წარმოადგენდა.
ადამიანის კანი ყველანაირი მოსალოდნელი გარემოებისთვის შესაფერისი იყო. ადამიანები კი პოულობდნენ გამოქვაბულებს, აგებდნენ პორტაბელურ კარვებს, ღამე თავს ცხოველების ტყავით და ცეცხლით ითბობდნენ. დღის მანძილზე, მაინც, მათ მარტო საკუთარი კანი იცავდათ.
ადამიანის სიცოცხლის მანძილზე, ყოველდღიური მზე კანს ცვლის. ადამიანების უმეტესობას წლების მატებასთან ერთად, დამცავი პიგმენტი ეუმელანინის გამო, კანი უმუქდება.
ეს უნიკალური მოლეკულა ხილვად სინათლეს შთანთქავს და მუქ ყავისფერად იქცევა. ეუმელანინი საზიანო ულტრაიისფერ რადიაცისაც იწოვს. ეუმელანინის გამომუშავების დონე გენეტიკაზეა დამოკიდებული. ზოგი ადამიანი მზეზე მეტ ეუმელანინს გამოიმუშავებს და ზოგი კი ნაკლებს და ამის გამო მალევე იწვება.
ადამიანების კანი მათ გარემოზე იყო მორგებული. ეკვატორთან ახლოს, მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივების ზონაში, მობინადრეებს მუდმივად მუქი კანი ჰქონდათ და დიდი რაოდენობით ეუმელანინის წარმოება შეეძლოთ. ადგილებში სადაც მზე უფრო სუსტია და ულტრაიისფერი გამოსხივება სეზონური, მაგალითად ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, ადამიანებს ღია ფერის კანი განუვითარდათ, ეუმელანინის გამომუშავების ნაკლები შესაძლებლობით.
ჩვენი წინაპრები და მათი შთამომავლები დიდ მანძილზე არ მიგრირებდნენ. მათი კანი თავიანთ უმეტესად მუდმიც გარემოს მოერგო. აქედან გამომდინარე, ღია ფერის მქონე ადამიანებისთვისაც კი მძიმე დამწვრობა ძალიან იშვიათი იქნებოდა, რადგან მზის შოკი, გარემოში სადაც მათ წინაპრება ადაპტაცია გაიარეს, შეუძლებელი იქნებოდა.
რა თქმა უნდა, ადრეული ადამიანების კანი მალე ბერდებოდა და ნაოჭდებოდა, მაგრამ დამწვრობა - ეს ნაკლებად შესაძლებელი იყო.
თანამედროვე ეპოქამ კანი შეცვალა
10 000 წლის წინ ყველაფერი შეიცვალა. ადამიანებისა და მზის ურთიერთობა სამუდამოდ შეიცვალა როცა ისინი შემგროვებლულ საქმიანობას შეეშვნენ და მეურნეობა წამოიწყეს. მათ მუდმივი საბინადროები ააშენეს და ძ.წ 6 000 წელს ადამიანთა უმეტესოდა უფრო და უფრო დიდ დროს ატარებდა კედლებს შორის და ჭერქვეშ.
ძ.წ. 3 000 წელს ადამიანებმა მზისგან თავის დაცვა დაიწყეს - ქოლგები, კარვები, ტანისამოსი, ქუდები - რათა კანი არ გამუქებოდათ. მიუხედვად იმისა, რომ მზისგან თავდაცვის პრივილეგია უმეტესად მხოლო არისტოკრატია ჰქონდა, - მაგალითად, ჩინეთში და ეგვიპტეში - ზემოთხსენებული საშუალებები გავრცელდა და ხელმისაწვდომიც გახდა.
ზოგ ადგილებში მინერალებისგან და მცენარეული ნარჩენებისგან დამცავი პასტების დამზადება დაიწყეს. ტანაკას პასტა მიანმარის ხალხების მიერ ჯერ კიდევ გამოიყენება.
რუჯი დაბალ სტატუსს მოასწავებდა. მუქკანიან მიწათმოქმედებს თეთრი არისტოკრატები ზემოდან დაჰყურებდნენ.
რადგან ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მსოფლიომ მასური მიგრაციები განიცადა და შორს გადასახლება და გადაადგილება გამარტივდა, გასაკვირი არაა რომ თქვენი კანი შეიძლება არ იყოს თქვენს გარემოზე ზუსტად მორგებული. ჯერ არ გასულა საკმარისი დრო ევოლუციური ადაპტაციისთვის.
ჯამში, მნიშვნელობა არ აქვს მუქი კანი გაქვთ თუ ღია. მზე კანს აზიანებს და კანი დაზიანებამდელ ჯანმრთელ მდგომარეობას სრულიად ვეღარასდროს აღიდგენს. რუჯი არ დაგიცავთ დამწვრობისგან; ის თვითონ არის ზიანი.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0