18/07/2022
11:49
მედიცინა
ჰაერის დაბინძურება მარტო ფილტვებისთვის არ არის საზიანო. უფრო და უფრო მეტი კვლევები გვიჩვენებენ, რომ ჰაერის დაბინძურებას სერიოზული გავლენა აქვს ბავშვების ქცევით პრობლემებსა და IQ-ზე კი. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ახალი მკვლევა ამტკიცებს, რომ მშობიარობამდელი და მშობიარობის შემდეგი გატარებული დრო დაბინძურებული ჰაერის გარემოში დიდად ვნებს ბავშვებს.
ჟურნალ Environmental Health Perspectives-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, იმ ბავშვებს, რომლის დედებმა აზოტის ორჟანგით (NO2) გაჯერებული ჰაერი ისუნთქეს, განსაკუთრებით პირველ და მეორე ტრიმესტრში, ქცევითი პრობლემების განვითარების უფრო დიდი რისკის წინაშე იდგნენ. თუ არ იცით, აზოტის ორჟანგი წარმოიქმნდება ჰაერში აზოტებისა და გამონაბოლქვში არსებული ქიმიური ნაერთების რეაქციების შედეგად. აზოტის ორჟანგის მთავარი წყარო საწვავის არასრული წვა არის, რაც ავტომობილებში, ელექტროსადგურებსა და ქარხნებში გვხვდება.
დამატებით, მკვლევრებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ მიკროსკოპული ჰაერის დამაბინძურებლების (PM2.5) დიდი დოზით სუნთქვა, როდესაც ბავშვი 2-დან 4 წლამდე ასაკისაა, გახშირებულ ქცევით აშლილობებსა და დაქვითებულ გონებრივ მუშაობასთან არის დაკავშირებული.
“ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიცაა სან ფრანცისკო და სიეტლი, სადაც საცობს უჩივიან, მაგრამ ჰაერის დაბინძურების დონე უსაფრთხოა, აღმოვაჩინეთ ბავშვები, რომლებსაც შედარებით მაღალი პრენატალური (მშობიარობამდელი) აზოტის ორჟანგის გავლენა აღენიშნებოდათ და მეტად გამოკვეთილ ქცევით პრობლემები ჰქონდათ, ” - ამბობს იუ ნი, წამყვანი ავტორი და პოსტდოქტორი მკვლევარი გარემოსა და პროფესიული დაავადებების დეპარტამენტში.
კვლევაში 1967 ფეხმძიმე ქალი ჩაერთო სულ 6 ქალაქიდან: მემფისი, ტენესი, მინეაპოლისი, როჩესტერი, ნიუ იორკი, და სან ფრანცისკო; და კიდევ რამდენიმე ვაშინგტონიდან, სიეტლიდან, და იაკიმადან. კვლევა აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (NIH) ინიციატივით, ECHO-ს (გარემოს გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე) პროქტის ფარგლებში, ჩატარდა.
კვლევისთვის გამოიყენეს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ განვითარებული ჰაერის დაბინძურების გაზომვის მეთოდი, რომელიც დროის და ადგილის ცვლილების ფაქტორებსაც ითვალისწინებს. მონაწილე დედების მისამართის გამოყენებით, მკვლევრებმა დედების მშობიარობამდელი და მშობიარობისშემდგომი ჰაერის დაბინძურების მიღებული დოზები განსაზღვრეს.
აზოტის ორჟანგის და მიკროსკოპული დამაბინძურებლების შესწავლა ძალიან მნიშნელოვანია, რადგან დოქტორი ნის თქმით “არსებობს ბიოლოგიური მექანიზმები, რაც დედის მიერ ამ დამაბინძურებლის სუნთვას და ფლაცენტაში ცვლილებებსა და ემბრიონულ ტვინის განვითარებას უკავშირებს.”
ბავშვის სიცოცხლის პირველი რამდენიმე წელი გადამწყვეტ როლს თამაშობს ტვინის განვითარებაში, რადგან ამ დროის განმავლობაში უამრავი ნერვული კავშირი ყალიბდება და ბავშვის ტვინი ზრდასრული ადამიანის ტვინის ზომის 90%-მდე იზრდება. დამატებით, შესუნთქული დამაბინძურებლები ფილტვებში ღრმად აღწევს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადადის, სადაც ისეთ უბნებს აზიანებს, რომლებიც ქცევით და კოგნიტურ ფუნქციას განსაზღვრავენ.
“ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ რამხელა საფთრხეს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება ბავშვებისთვის და რამდენად დაუცველები არიან ისინი ამ საფრთხის წინაშე - ემბრიონული განვითარების ეტაპზე, როცა ორგანოები ყალიბდებიან და ბავშვობაში, როცა ორგანიზმი განვითარებას განაგრძობს. ამ ფაქტორს შეუძლია ხანგრძლივი და სამუდამო გავლენა იქონიოს ტვინის მუშაობაზე. ჩვენი კვლევა წარმოაჩენს ჰაერის დაბინძურებას როგორც თავიდან აცილებად საფრთხეს ბავშვების ჯანმრთელი ნეიროგანვითარებისთვის, ” - თქვა კვლევის ავტორმა დოქტორ კატერინ კარმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და მედიცინის დეპარტამენტში.
უფრო ზუსტად, მიკროსკოპულ დამაბინძურებლები გოგონებისთვის უფრო მეტ ქცევით პრობლემებს იწვევენ, ვიდრე ბიჭებისთვის. ამასთანავე, მეორე ტრიმესტრში PM2.5-ის ზემოქმედებას უფრო დიდი საზიანო გავლენა აქვს ბიჭების IQ-ზე, ვიდრე გოგონებზე.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით მოძრაობენ მოძველებული ავტომანქანები და საწარმოებში გამოყენებული მოწყობილობები ხშირად გარემოსდაცვით რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, საქართველოში აზოტის ორჟანგის მომატებული დონე შეინიშნება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, აზოტის ორჟანგის და ზოგადად აზოტის ჟანგეულობის რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 0.04 მგ/მ3 (24სთ განმავლობაში). საქართველოში 2014 წელს ჩატარდა აზოტის ორჟანგის მონიტორინგი. თბილისში მისი დონე 1.237მგ/მ3-ს აღწევდა, რაც დასაშვებზე 30-ჯერ მეტია. ფოთში მეტად საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა - 7.380მგ/მ3 (184.5-ჯერ მეტი ვიდრე რეკომენდირებული რაოდენობა). ტყიბულში ფოთს ცოტა ჩამოუვარდებოდა - 5.754მგ/მ3 აჩვენა, - თუმცა ეს მაინც კატასტროფულად სცილდება დასაშვებ რაოდებობას.
საქართველო ჰაერის დაბინძურების მწვავე პრობლემის წინაშე დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოჩენები რაც მსოფლიოს გარშემო კეთდება ჰაერის დაბინძურების სავალალო გავლენებზე, საქართველოსთვისაც შესატყვისი და მნიშნელოვანია.
წყარო: Science Daily
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0