05/08/2024
23:36
სამართალი
პროკურატურა PosTV-ის გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გუგუჩიას საგამოძიებო უწყებამ ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა - პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა.
2024 წლის 31 მაისს, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ოპერატორთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
“მე ვისჯები იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთერთი იმ მრავალთაგანი ვარ, ვინც სიმართლეს ამბობს და ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც თავისი ოთხი შვილის მომავლისთვის იბრძვის, და ვისაც 2008 წელს ამ ქვეყნის, ამ ქალაქის მოსახლეობის დასაცავად ეჭირა ხელში იარაღი, 23 წლისას და ვინც ათასჯერ კიდევ დაიჭერს.” - აცხადებს “პოსტივის” გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებული ვიტალი გუგუჩია.
0
0