რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? - მიხეილ სააკაშვილი
22/02/2022
14:57
პოლიტიკა
A-
+A
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე, გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი წერილით ეხმაურება.
ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.
გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0
363
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%