19/11/2024
22:45
სპორტი
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები 36:5 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა გათამაშების ფინალში.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, პირველ ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს და ტაიმი 17:0 მოიგეს.
ზურაბ ამონაშვილის შეგირდებს უპირატესობა არც მეორე ტაიმში დაუთმიათ და მეტოქეს კიდევ სამი ლელო დაუდეს (ორი გარდასახეს). ნიდერლანდელებმა მხოლოდ მატჩს ბოლოს მოახეხრხეს ერთი ლელოს გაქვითვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გერმანია 67:0 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრას კი 23 ნოემბერს გამართავს და ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდება – უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ჩეხეთსა და ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება.
0
0