რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით, მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს - ნიკა მელია
28/12/2021
18:32
პოლიტიკა
A-
+A
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტს და ექიმების განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმად, სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა.
ნიკა მელია წერს, რომ ექიმ გოგორიშვილს პოზიცია შეაცვლევინეს და მას ვიღაც აკონტროლებდა.
„უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამიანური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოსცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა - სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით - მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!“ - წერს ნიკა მელია.
0
0
462
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%