16/09/2024
20:46
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რომელზეც უნდა განთავსებულიყო ინფორმაცია, რომელიც არ შეესდაბამებოდა სინამდვილეს - „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია დეფაქტო ლიდერის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ინფორმაცია ამჟამად დაბლოკილია. მომხდართან დაკავშირებით სპეციალისტები მუშაობენ და აღადგენენ პორტალის ფუნქციონირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეგრამის არხების მიხედვით, ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია (ხელმისაწვდომია წაშლილი გვერდის შენახული ასლი), რომლის მიხედვითაც ასლან ბჟანიამ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაუგზავნა წინადადება მეგობრობისა და პარტნიორობის ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკონომიკური, სამხედრო და კულტურულ სფეროებში. ამავე ინფორმაციით,ბჟანია აცხადებდა, რომ „თურქეთის საზღვაო ძალების ბაზები, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსულს, გახდება საიმედო ფარი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“; „თურქეთი ხდება ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი“ - წერს „ეხო კავკაზა"
0
0