03/11/2024
20:16
მსოფლიო
ისლანდია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მოკლე სამუშაო დღე და კვირაში ოთხდღიანი სამუშაო გრაფიკი დააწესა.
როგორც აღმოჩნდა, მიდგომამ გაამართლა. CNN-ის ინფორმაციით, უახლესი კვლევის თანახმად ცხადი გახდა, რომ მოკლე სამუშაო კვირის შემოღების შემდეგ, ისლანდიის ეკონომიკა თითქმის ყველა პოზიციაზე გაუმჯობესდა. თავის ევროპელ მეზობლებს კი გადაუსწრო.
შეთავაზება მოკლე სამუშაო საათებისა და მოკლე სამუშაო კვირის შესახებ, ქვეყანაში დასაქმებულთა 51%-მა, 2020-დან 2022 წლამდე მიიღო.
ორი ანალიტიკური ცენტრის კვლევამ ცხადყო, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა უფრო ეფექტურ და პროდუქტიულ შედეგს იძლევა თითქმის ყველა სფეროში.
“გასულ წელს ისლანდიამ ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა. უმუშევრობის დონე კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია,“ - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ავტონომიის ინსტიტუტმა და ისლანდიის მდგრადობისა და დემოკრატიის ასოციაციამ (Alda).
“კვლევა გვიჩვენებს წარმატების რეალურ ისტორიას: მოკლე სამუშაო საათები ფართოდ გავრცელდა ისლანდიაში... ეკონომიკა ძლიერია მრავალი ინდიკატორის მიხედვით“, - თქვა Alda-ს მკვლევარმა დ. ჰარალდსონმა.
აღსანიშნავია, რომ 2015 და 2019 წლებში ისლანდიამ ახალი მიდგომა გატესტა. საჯარო სექტორის თანამშრომლები კვირაში 40 საათის ნაცვლად, ხელფასის შემცირების გარეშე კვირაში 35-36 საათს მუშაობდნენ.
ცდებში ჩართული იყო იმ დროისთვის ისლანდიის მშრომელი მოსახლეობის 1%-ზე მეტი - 2500 ადამიანი და მიზნად ისახავდა პროდუქტიულობის შენარჩუნებას, სამუშაო და ცხოვრების ბალანსის გაუმჯობესებას.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შემცირებულმა სამუშაო გრაფიკმა გააუმჯობესა დასაქმებულების პროდუქტიულობა და გაზარდა მუშაკთა კეთილდღეობა.
0
0