11/11/2024
14:55
სპორტი
ოლიმპიური ჩემპიონი, “ქართული ოცნების” სიის მე-10 ნომრის გენო პეტრიაშვილს ანგარიშზე 830 ათასი ლარი აქვს.
პეტრიაშვილი გორში სახლს, თბილისში კი ორ ბინას ფლობს. თბილისში ბინა აქვს მის ცოლსაც. კერძოდ პეტრიაშვილის საკუთრებაშია ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე 93 კვ.მ ფართობის ბინა და ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე 82.60 კვ.მ. მისი ცოლის ნინო მშვიდობაძის საკუთრებაშია ილია აბულაძის ქუჩაზე მდებარე 191 კვ.მ2 ბინა.
ამას გარდა, მრავალი მედლის მფლობელი მოჭიდავე და მისი ცოლი სამ მანქანას ფლობენ: TOYOTA RAV4 2023-ს; TOYOTA LC76 2016-სა და LEXLIS NX 2020-ს.
დეკლარაციის მიხედვით, პეტრიაშვილი ნაღდი ფულის სახით 150 ათას დოლარს და 50 ათას ევროს ინახავს.
ამას გარდა, აქვს წილები შპს ნიუ სტარს გრუპ, ასევე შ.პ.ს ჩემპიონში. რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებებს, პეტრიაშვილს 2023 წელს თიბისი ბანკში 60 ათასი ლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული.
მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი “ქართულმა ოცნებამ” სექტემბრის ბოლოს საარჩევნო სიის მე-10 ნომრად წარადგინა. ანტიკორუფციულ ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია პეტრიაშვილმა ოთხ ოქტომბერს წარადგინა.
BMG
0
0