30/05/2023
19:19
კონფლიქტები
სოხუმის დრამატულ თეატრთან გამართულ „სახალხო აქციაზე“ აფხაზური ოპოზიცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას არ მოითხოვს.
ამის შესახებ აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერმა ადგურ არძინბამ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები ბჟანიას კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებისა და ალექსანდრე ანქვაბის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნისკენ მოუწოდებენ.
აქციის ორგანიზატორები აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან დელეგაციის გაგზავნას და ოპოზიციის მიტინგზე მიწვევას გეგმავენ.
„ეხო კავკაზას" ცნობით, აქციაზე დადგენილება მიიღეს.
ოპოზიცია რეფორმების საბჭოს შექმნას; ენგურის ხიდზე ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას; ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის ბრძანების გაუქმებას; ბიჭვინთაში ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაუქმებას; ბინების შესახებ კანონპროექტის ამოღებას; ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებაზე უარის თქმას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების გაუქმებას; ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქის ურბანული დაგეგმარების კოდექსის შექმნას მოითხოვს.
0
0