14/01/2023
15:52
მედიცინა
დაბერებების შეჩერება შეუძლებელია. არის რომ ასე?
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს დაბერებისა და მის წინააღმდეგ პროცესების შესახებ. ჟურნალ Cell-ში, მეცნიერები დაბერების “რიტმზე” წერენ, რომელიც უჯრედების დაბერებას აჩქარებს ან ხელს უშლის.
თაგვებზე ჩატარებული ბოლოდროინდელი ექსპერიმენტებით გამოვლინდა, რომ დაბერება შექცევადია და ორგანიზმის “ასაკის” დროში უკან ან წინ “გადახვევა” შეიძლება. დეივიდ სინკლეირის თქმით, რომელიც კვლევის მთავარი ავტორია, ადამიანის ორგანიზმს თავისი ახალგაზრდობის სარეზერვო ასლი აქვს, რომლის გამოყენება და ამით ახალგაზრდა უჯრედების წარმოქმნის ხელშეწყობა შესაძლებელია.
დეივიდ სინკლეირი გენეტიკის პროფესორია და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბლავატნიკის ინსტიტუტში მუშაობს. ის ამბობს, რომ დაბერების მიზეზი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ცვეთა და ზიანი კი არა, გენეტიკური ინფორმაციისა და უჯრედების მიერ დნმ-ის წაკითხვის უნარის დაკარგვაა, რომელსაც დროთა განმავლობაში ორგანიზმი მწყობრიდან გამოჰყავს.
რა იწვევს დაბერებას სინამდვილეში?
ახალი კვლევის შედეგები იმ გავრცელებულ თეორიას უარყოფს, რომელიც გვეუბნება, რომ დაბერებას გენეტიკური მუტაციები და დაზიანებული უჯრედები იწვევენ. მეცნიერები ახლა ფიქრობენ, რომ დაბერება ინფორმაციის დაკარგვის შედეგია. თუ არ იცით, ყოველ ჯერზე როცა უჯრედი იყოფა (მიტოზის დროს), რათა ახალი უჯრედი შექმნას, დნმ, მოლეკულა რომელიც უჯრედის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტრუქციებს ინახავს, სულ ოდნავ მოკლდება. ანუ ყოველ მომდევნო უჯრედს შემოკლებული დნმ გადაეცემა და ყოველი მომდევნო უჯრედი უფრო შემოკლებულ დნმ-ს გადასცემს შემდეგს. უჯრედები კი მუდმივად მრავლდებიან. უხეშად რომ ვთქვათ, მოხუც ადამიანებს “არასრული” დნმ-ის მატარებელი უჯრედები აქვთ. ზუსტად ეს ინფორმაციული დანაკლისი იწვევს ორგანიზმის დასუსტებას, დაბერებას.
სინკლეირმა წარმატებულად დაუბრუნა თაგვებს ახალგაზრდობა და თვალთახედვა, ტვინის მუშაობა, კუნთოვანი ქსოვილი და თირკმელების მდგომარეობა გაუუმჯობესა. გენეტიკური პროგრამირების წყალობით, ორგანიზმის “საათის” უკან გადახვევა შეძლეს.
ეპიგენეტიკა და დაბერების შეჩერება
ეპიგენომები ცილები და ქიმიური ნაერთები არიან, რომლებიც გენებს “კარნახობენ” რა უნდა ქნან. ეპიგენომებს გენების ჩართვა და გამორთვა შეუძლიათ.
სინკლეირის თქმით, როცა უჯრედების გენების წაკითხვის უნარი აღდგება, ორგანიზმი ახალგაზრდობას დაიბრუნებს, მაშინაც კი თუ ორგანიზმი დაბერებული ან დაავადებულია. ამ პროცესს გარემოს დაბინძურება, მოწევა, არაჯანმრთელი კვება და ქრონიკული ძილის დანაკლისი უშლის ხელს.
სინკლეირი კი კვლევას განაგრძობს და იმედოვნებს, რომ თაგვებზე წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ, დაბერების შეჩერებას ადამიანებშიც შეძლებს.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0