19/10/2022
11:14
სამართალი
"კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, გაყალბებული იყო. გამოძიების ვერსიით, შპს "გრინ სერვის პლუსმა" ქვეკონტრაქტორის დახმარებით დოკუმენტი გააყალბა, ექსპერტიზის ყალბი დასკვნა კი ლაშა ფურცხვანიძემ მერიას წარუდგინა, რაც მერიასა და "გრინსერვის პლუსს" შორის მიღება ჩაბარების აქტის საფუძველი გახდა.
ეს დასკვნა ხარჯთაღრიცხვას ეხება. დოკუმენტში წერია, რომ თბილისის მერიასა და შპს "გრინსერვის პლუს" შორის 2021 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევანისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და ფაქტობრივად, ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ახალ სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინებით შეადგენს 3 მილიონ 442 ათას 383 ლარს.
ამავე დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. დასკვნას ხელს აწერს შპს "მშენექსპერტის" ორი თანამშრომელი, ორივე დაკავებულია.
0
0