13/11/2024
09:18
სოც-ქსელები
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 23 წლის ლაშა მინდელი და 21 წლის ელენე ძინძიბაძე არიან.
არსებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები.
მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.
ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირებაა, სოციალურ ქსელში კი მეგობრები სხვა ვერსიასაც განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ ტრაგედიის მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია ყოფილიყო.
ლაშას ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, თუმცა ახლა რამდენიმე წელია, რაც ლაშა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის თბილისში მუშაობდა და ეს ბინაც, სადაც ცხედრები იპოვეს მას ჰქონდა ნაქირავები. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გვიან ღამით ლაშა მინდელის ცხედარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში გადაასვენეს, სადაც მისი დედა ცხოვრობს.
როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ლაშა დედისერთა იყო.
რაც შეეხება ელენეს, თბილისში ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა.
0
0