07/11/2024
11:25
საზოგადოება
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 % შეადგინა. სექტემბერთან შედარებით ფასებმა მოიმატა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე და გარკვეული სახის სურსათზე. 2023 წლის სექტემბერთან შედარებით კი გაძვირდა ისეთი საქონელი და მომსახურება, როგორიცაა პირადი ნივთები, დაზღვევა, საფინანსო მომსახურება და პირადი ჰიგიენა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე, ისე საზოგადოებრივ კვებაზე. გაძვირდა განათლებაც, მათ შორის ყველაზე მეტად ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე.
საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული.
- ნიორი გაძვირებულია 68%-ით
- კივი გაძვირებულია 51%-ით
- ლიმონი გაძვირებულია 30%-ით
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი გაძვირებულია 30%-ით
- თვითმფრინავით მგზავრობა გაძვირებულია 27%-ით
- ფორთოხალი გაძვირებულია 27%-ით
- მანდარინი გაძვირებულია 26%-ით
- მღებავის მომსახურება გაძვირებულია 24%-ით
- ბრინჯი გაძვირებულია 23%-ით
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირებულია 22%-ით.
რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:
ხინკალი რესტორანში გაძვირდა 12%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 11-10%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 10%-ით.
საბავშვო ბაღის გადასახდელმა 10%-ით, კინოსეანსზე დასწრების 9%-ით სპექტაკლზე დასწრების ფასმა კი 7%-ით მოიმატა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024