19/11/2021
16:28
სხვადასხვა
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს სულ რამოდენიმე წერილობითი დოკუმენტი, სადაც მათი ისტორიაა მოთხრობილი. ყველა ეს საბუთი კი ორდენის დაშლის, ანუ 1312 წლის შემდგომ პერიოდს განეკუთვნება. ჩვენ კი შევეცდებით გიამბოთ იმის შესახებ თუ რას წარმოადგენდა რაინდთა ეს ორდენი და რა შეემთხვა მათ ლეგენდებით მოსილ საგანძურს.
პირველი ქრისტიანული საბრძოლო ორდენი.
მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეები დასავლეთ ევროპაში ქრისტიანობის ევოლუციის დროს წარმოადგენს. ქრისტიანული მონაზვნობა ახალი რელიგიური ორდენების ჩამოყალიბების გზით ვრცელდებოდა. მრავალრიცხოვანი მომლოცველები სახიფათო გზებით მიემართებოდნენ იერუსალიმსა და წმინდა მიწაზე ,რაც შუა საუკუნეების მეტად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ეს მოგზაურობა რამოდენიმე წელს გრძელდებოდა, რომლის დროსაც მომლოცველებმა 12 ათასი კილომეტრი განვლეს. მრავალმა მომლოცველმა ვერ გაუძლო ამ მოგზაურობას და განისვენა.
პაპმა ურბან მეორემ, დასავლეთის ლიდერებს იარაღის ხელში აღებისკენ, მომლოცველთა დაცვისა და წმინდა მიწის ისლამური მბრძანებლობისგან განთავისუფლებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდების შედეგად გოტფრიდ ბულონელის მეთაურობით დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რასაც შედეგად, 1099 წელს იერუსალიმის დაპყრობა მოყვა. ამ მოვლენებიდან მალევე, 1120წელს დაარსდა ქრისტეს ღატაკ მიმდევართა და სოლომონის ტაძრის ორდენი. მათ სადღეისოდ რაინდ ტამპლიერებად ან უბრალოდ ტამპლიერებად(მეტაძრეებად) მოიხსენიებენ. ჯგუფის შექმნის თაობაზე შემორჩენილი მწირი წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რომ ჯგუფი 9 რაინდის მიერ დაარსებულა, მის ლიდერად კი ჰუგო დე პეინი დაუნიშნავთ. როგორც ჩანს, რაინდთა ეს ჯგუფი კანონიკურად უკავშირდებოდა იმ დროის ყველაზე მძლავრ ქრისტიანულ ორდენს, რომელსაც უფლის კუბოს სახელწოდებით ვიცნობთ. ამ ორდენის ჩამოყალიბება გოტფრიდ ბულონელის სახელს უკავშირდება. თავად ჰუგო(იგივე ჰიუ) კი, სხვა რაინდებთან ერთად ცხოვრობდა იერუსალიმში.
ტამპლიერებმა გადაწყვიტეს ემსახურათ და დაეცვათ თავისი ახალშეძენილი უფლის კუბოს სამფლობელო. იმის მიუხედავად, რომ ეს რაინდები სამოქალაქო პირებს წარმოადგენდნენ, მათი უაღრესი რელიგიურობის გათვალისწინებით, ისინი ეკლესიის სამსახურში იდგნენ. სხვა რაინდები და ლორდები მალევე შემოუერთდნენ მცირე თემს.
რელიგიური ცხოვრების ახლებური ფორმა.
რელიგიური ცხოვრების სხვა ფორმებსა და სოლომონის ტაძრის რაინდთა შორის არსებობდა გარკვეული მსგავსება. ტამპლიერები მკაცრად იცავდნენ წესებს და ემორჩილებოდნენ ოსტატის ბრძანებებს. ამასთანავე, მათ დადეს უბიწობის, სიღატაკის და მორჩილების აღთქმა. ამის მიუხედავად, საკუთარი სამხედრო ორდენის დაფუძნებით მათ სურდათ სრული დამოუკიდებლობა, როგორც უფლის კუბოს, ასევე სხვა რელიგიური ორდენის კანონებისგან. სხვატაგან განსხვავებით, მათ პირველად მისიას სამხედრო ფუნქცია წარმოადგენდა, რომელიც იერუსალიმის გზას შემდგარ დასავლელ მორწმუნე-მომლოცველთა დაცვას ისახავდა მიზნად. კეთილღირსეული და ღვთისსათნო ცხოვრების წესის რაინდობასთან შერწყმა, რელიგიური ცხოვრების ახლებურ ფორმას ნიშნავდა. სოლომონის ტაძრის ორდენი იმ პირველ თემს წარმოადგენდა, რომელიც სამოქალაქო პირებს, წუთისოფლისგან მოუწყვეტლად აძლევდა უფლის მსახურების შესაძლებლობას.
სოლომონის ტაძრის ორდენი.
ახალშექმნილ ორდენს, საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად, თანადგომის აღმოჩენის თხოვნით მიმართვამ მოუწია იმ დროის წარჩინებული ადამიანებისთვის. იერუსალიმის მეფემ, ბოლდუინ მეორემ, დიდი დახმარება და მფარველობა გაუწია ახლადდაარსებულ ორდენს, რომელსაც საკუთარი სასახლის ნაწილიც კი გადასცა. ეს სასახლე, ტაძრის მთაზე მდებარეობდა და ალ-აქსას მეჩეთს ემეზობლებოდა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ, მეჩთი სამეფო სასახლედ გადაკეთდა და მას სოლომონის ტაძარი ეწოდა, დანგრეული ტაძრის საპატივცემულოდ. ადამიანებმა აქ მოსულ-დამკვიდრებულ რაინდებს ტამპლიერები ან მეტაძრენი უწოდეს.
ყოველივეს მიუხედავად, ორდენი რომის პაპის მიერ ცნობას ითვალისწინებდა. ორდენის პირველი მაგისტრი, თანმხლებ პირებთან ერთად 1127 წელს ევროპაში პაპთან შესახვედრად გაემგზავრა, რათა მისი თანადგომა მიეღო. ორდენის სხვა წევრები საფრანგეთის რეგონებში მოგზაურობდნენ, ნაწილმა გადაცურა ლა-მანში და ინგლის-შოტლანდიაში გაემგზავრა. მათ მიზანს ორდენის ცნობა-აღიარება, შემწეობის მოგროვება და ახალი წევრების მოძიება წარმოადგენდა. ახალბედებიც ასეთივე მისიით გაემგზავრნენ პირენეის ნახევარკუნძულზე. მაგისტრმა დახმარების თხოვნით ასევე მიმართა რელიგიური ცხოვრების წესის რეფორმატორ აბატს ბერნარდ კლერვონელს, რომელიც ორედენს ,,მეომარ-მონაზვნებად’’ მოიხსენიებდა. პაპის აღიარებამაც არ დააყოვნა, რომელმაც ორდენი რელიგიურ ორგანიზაციად აღიარა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ ახალმა პაპმა, ინოკენტი მეორემ გამოსცა ბულა, რომლის ძალითაც ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები მიანიჭა. პაპმა ორდენს თავისი მფარველობა დაუწესა, ასევე მისცა საკუთარი მღვდელმსახურების და დიდი მაგისტრის უფლება. ამასთან ერთად ორდენის წევრები სამოქალაქო პირებადვე რჩებოდნენ.
ტამპლიერთა ცხოვრება.
სოლომონის ტაძრის ორდენი თანდათანობით პოპულარულ და ძლევამოსილ სტრუქტურად იქცა.მათ ყველგან უდიდესი პატივით იღებდნენ. ორდენთან მიერთების უფლება მდიდრებსაც ქონდათ და უქონელთაც, რაც მათ წარმატებას უწყობდა ხელს. ორდენის წევრები, რომლებიც არსებითად მეომრები იყვნენ, კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას საჭიროებდნენ. ამის გამო მათზე დადგენილი კანონიკა ნაკლებად მკაცრად ვრცელდებოდა. ისინი ლოცვას შედარებით ნაკლებ დროს უთმობდნენ და იშვიათად მარხულობდნენ. სანაცვლოდ, საუკეთესოდ ასრულებდნენ სამხედრო და დაცვით ფუნქციებს. დიდძალი ქონების დაგროვების კვალობაზე მათ სხვა სახის ფუნქციების შესრულებაც უწევდათ, რაც ვაჭრობასა მიწის განკარგვას უკავშირდებოდა.
ორდენში წარმოდგენილ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთა წარმომადგენლებს რანგის შესაფერისი თანამდებობები ეჭირათ, მათი გარჩევა სამოსელითაც შეიძლებოდა, თუმცა ყველა მათგანს ამშვენებდა წითელი ფერის ჯვარი, რაც სიმბოლურად ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს განასახიერებდა. ორდენის წევრები, რომლებიც დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდნენ ქმნიდნენ სათანადო ადმინისტრაციებს. ორდენის გროსმეისტერი ირჩევდა ოსტატებს, რომლებიც სხვადასხვა საკომანდო პუნქტებს და მონასტრებს მეთაურობდნენ. დიდი მაგისტრი ირჩეოდა სიცოცხლის ბოლომდე, რომელიც აღმოსავლეთში წარმოებულ სამხედრო კამპანიებსა და დასავლეთში არსებულ სამფლობელოებს ხელმძღვანელობდა.
უფლებამოსილებანი.
ეს ორდენი, როგორც სამხედრო კამპანიების მწარმოებელი სტრუქტურა ვალდებული იყო უზრუნველეყო საკუთარი საქმიანობის დაფინანსება. შემოწირულობები და ნაანდერძევი ქონება მათ შესაძლებლობას აძლევდა მფლობელობაში ქონოდათ დიდზალი მიწაწეყალი და ქონება, რასაც მნიშვნელოვანი შემოსავალი მოქონდა. ორდენს, რომელიც დიდძალ ფულს ფლობდა, შესაძლებლობა ქონდა თანხები კერძო პირებსა და დაწესებულებებზე გაესესხებინა, თუმცა მათ სარგებლის მიღება ეკრძალებოდათ. ეკლესია კი პროცენტსა და მევახშეობასაც არ გამორიცხავდა. ტამპლიერებმა ახალი სახის ფინანსურ მომსახურებას დაუდეს სათავე. მორწმუნე მომლოცველებს, რომლებიც ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიოდნენ, სოლიდურ სახსრებს საჭიროებდნენ. დიდ გზაზე, ფულის მასის ქონა უსაფრთხო არ იყო. ტამპლიერები, მოგზაურების სამშობლოში არსებული ქონებას საკუთარ სამეურვეოდ აფორმებდნენ, რისი გარანტიითაც მომლოცველებს თანხა ადგილობრივ ვალუტაში ეძლეოდათ.
პარასკევი, 13 რიცხვი..
ტამპლიერთა ორდენის ტრაგიკული დასასრული, მრავალ ფაქტორთა ერთობლიობამ განაპირობა. მათ მამლუქთა გამო მოუწიათ ქალაქ აკკოს დატოვება, რის შემდეგაც ისინი ევროპაში გადასახლდნენ. მათი, როგორც მომლოცველთა მცველი დაჯგუფების მიმართ ნდობა ეჭვს ქვეშ დადგა, რამაც სარგებლიანობის ხარისხი დასწია. მათ თანდათან დაკარგეს საზოგადოების ნდობა და ისინი უკვე ავყია, ძუნწ რაინდებად აღიქმებოდნენ. გაქრა ხელმწიფეთა გეთილგანწყობა და მხარდაჭერაც. ორედენი აღმოჩნდა დავის ცენტრში, რაც გაჩაღდა მეფე ფილიპე მეოთხესა და პაპ ბონიფაცი მერვეს შორის, რაც კლემენტი მეხუთის პაპობის პერიოდშიც გაგრძელდა. დავის საგანს საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის უფრო აღმატებულის დადგენა წარმოადგენდა. ტამპლიერები, რომლებიც მთელი თავისი ზღაპრული ქონებითა და კარგად გაწვრთნილი არმიით იდგნენ პაპის სამსახურში ხელმწიფისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებისთვის ის იძულებული იყო ტამპლიერთა ფაქტორი გაექრო. მეფე ფილიპე მეოთხეს ორდენის გასანადგურებლად ფორმალური მიზეზი მაშინ მიეცა, როდესაც პატიმრობაში მყოფი ესკიე დე ფლეირანისგან შეიტყო ტამპლიერთა აღვირახსნილობათა შესახებ, რასაც ადგილი ქონდა საკომანდო პუნქტებში. ფლეირანის მონათხრობით, რომელიც მის თანამესაკნე ტამპლიერის ნაამბობს ეფუძნებოდა, გაირკვა, რომ ტამპლიერთა წრეებში ადგილი ქონდა ქრიტეს უარყოფას, ღვთისგმობას, სოდომიასა და ათასგვარ სისაძაგლეს. 1307 წლის 13 ოქტომბერს, ხელმწიფის ბრძანებით საფრანგეთის ყველა ტამპლიერი ერთ ღამეში იქნა შებყრობილი.
ორდენის დიდი მაგისტრი, ჯაკ დე მოლე ტყვედ იქნა აყვანილი, ინკვიზიტორ ვილჰელმ პარიზელის მიერ ჩატარებული დაკითხვის შედეგად 38 რაინდი სასიკვდილოდ იქნა ნაწამები, სხვებმა აღიარეს ერეტიკოსობა და კერპთაყვანისმცემლობა. ჯაკ დე მოლეს და სხვა ლიდერებს დანაშაული არ უღიარებიათ, თუმცა მაგისტრსა და 54 ტამპლიერს კოცონზე დაწვის განაჩენი გამოუტანეს, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ იქნა სისრულეში მოყვანილი. 2001 წელს, ისტორიკოსმა ბარბარა ფრელემ აღმოაჩინა დოკუმენტი, სადაც პაპის, კლემენტი მეხუთის მიერ მოხსნილი აქვთ ყველა ბრალდება, რის გამოც ისინი დახოცეს..,
დაკარგული საგანძური.
ჩვენ დროში, ტამპლიერები მათი დაკარგული საგანძურით არიან ცნობილნი, რასაც დღემდე ვერავინ მიაკვლია. საგანძურის თანამედროვე მაძიებელნი ვერაფერს გახდნენ, თუმცა დასაბუთებულადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ თითოეულ საკომანდო პუნქტს გააჩნდა განძეული შესანახი სკივრი. 1312 წელს,ორდენის გაუქმების მერე, იმხანად ნაპოვნი ქონების ერთი ნაწილი ჰოსპიტალიერთა ორდენს გადაეცა. ტამპლიერთა ძირითადი ქონება კარგად მართული მიწების, რელიქვიებისა და, რაც მთავარია არქივებისგან შედგებოდა. განსაკუთრებით ღირებულ რელიქვიებს შორის, რასაც ორდენი ფლობდა, წარმოადგენდა ეკლის გვირგვინისა და ჭეშმარიტი ჯვრის ფრაგმენტები.
ლეგენდა, დაკარგული საგანძურის შესახებ, მოგვიანებით, მეთვრამეტე საუკუნეში გავრცელდა, ეროდესაც ევროპაში მასონური ლოჟები წარმოიქმნა. ზოგნი ამ ლეგენდას ურევდნენ მეფე არტურის ,,ნადირობას,, გრაალის თასზე. ასეა თუ ისე, პოპკულტურა ყოველმხრივ უწყობს ხელს მითის შენარჩუნებას, რითაც გარემოსილნი არიან რაინდი-ტამპლიერები.
მასალა მომზადდა kulturologia.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით.
წყარო:kulturologia.ru
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024