28/09/2022
15:55
მსოფლიო
რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პალატის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ადგენს ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს. მან დეპუტატებს შესთავაზა იფიქრონ საზღვრებზე მიტოვებული მანქანების ბედზე.
"ჩვენ ვადგენთ სიებს, ვინც ახლა მიდის, თქვენ გგონიათ წავიდნენ და ვერავინ ხედავს სად ან რისთვის წავიდნენ?
ახლა მანქანებსაც ტოვებენ. თქვენ ასევე უნდა დაფიქრდეთ. ვის მივცეთ, იქნებ სწორი იყოს იმ ბიჭები ოჯახების, რომლებიც წავიდნენ (სპეციალურ ოპერაციაზე). ეს უფრო სწორი იქნება და ამის მერე ფეხით იყვენენ, ან ველოსიპედებით, რომელიც უკვე მანქანის ფასი ღირს", - თქვა ვოლოდინმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთს ათასობით მოქალაქე ტოვებს. ისინი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადადიან.
0
0