12/10/2022
10:54
სამხედრო
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური კლინიკა „უნიქალმედის“ ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, ყელ-ყურის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს.
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:30 საათიდან;
მისამართი: ქ. ქუთაისი; წერეთლის V შესახვევი, N 4; კლინიკა ‘’უნიქალმედი’’;
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’უნიქალ მედს’’ შორის, მიმდინარე წლის 12 აპრილს გაფორმდა; მემორანდუმის მიზანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა’’უნიქალ მედი’’ 170 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, მრავალპროფილური სტაციონარია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითა არის დაკომპლექტებული. კლინიკა უზრუნველყოფს ყველა სახის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მომსახურებას.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.
0
0