ქორწინების გარეშე სექსი, ყველაზე დიდი ცოდვა არ არის - რომის პაპი
10/12/2021
11:18
საზოგადოება
A-
+A
რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, „ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული ცოდვა“. ასე უპასუხა რომის პაპმა მედიის კითხვას, პარიზის არქიეპისკოპოსის, მიშელ ოპეტის შესახებ, რომელიც გასულ კვირას ქალთან „ორაზროვანი ურთიერთობის“ შემდეგ გადადგა. ინფორმაციას dailymail- ავრცელებს.
პონტიფიკოსი ამბობს, რომ ხორციელი ცოდვები, მათ შორის - ქორწინების გარეშე სექსი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის.
რომის პაპმა სიამაყეს და სიძულვილს ყველაზე მძიმე ცოდვა უწოდა.
არქიეპისკოპოსმა ქალთა ურთიერთობა უარყო. მისი თქმით, ტოვებს თანამდებობას რათა გავრცელებულმა ჭორებმა ზიანი არ მიაყენოს ეკლესიას.
„როდესაც ჭორები ვრცელდება აზიანებს ადამიანის რეპუტაციას. ეს ადამიანი ვერ შეძლებს მმართველობას და სწორედ ეს არის უსამართლობა. ოპეტის თანამდებობა მსხვერპლად შეეწირა ფარისევლობას და არა სიმართლეს. ვეკითხები ჩემს თავს, რა გააკეთა არქიეპისკოპოსმა ისეთი სერიოზული, რომ გადამდგარიყო? თუ ჩვენ არ ვიცით ბრალდება, ვერ დაგმობთ“, - დასძინა პაპმა და ჟურნალისტებს სიმართლის დადგენისკენ მოუწოდა.
0
0
401
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%