14/08/2024
22:34
სპორტი
„დიდი ამბავის დასაწყისი! ქოჩორამ იკითხოს, ესპანეთში რომ რჩება, თორემ მე კი ვიცი, რომ ცივ ნიავს არ მომაკარებთ!“ – წერს „ლევანტეს“ სოციალური მედიის ხელმძღვანელი, ქართვლებისთვის უკვე ძალიან კარგად ცნობილი ხავი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, თბილისში „ლევანტეს“ საწვრთნელი ბანაკი მოეწყობა, სადაც ქართველი ბავშვები ივარჯიშებენ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.
„მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში „ლევანტეს“ საწვრთნელი ბანაკის მოწყობის შესახებ. 19-20 აგვისტოს ჩემი კლუბი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში 2006-2011 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს უმასპინძლებს.
საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა „ლევანტეს“ პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში, ორი კვირა კლუბის აკადემიაში გაატარონ და ის ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილება მიიღონ, რაც დაეხმარებათ, რომ გახდნენ უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის ნახვისა და საკუთარ თავზე გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა, ჩემს მიზნებს რომ მივახლოვებოდი. დიდი მადლობა „ლევანტეს“ ამ ინიციატივისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი – მხარდაჭერისთვის. შეხვედრამდე!“
„დიდი ამბავის დასაწყისი! ქოჩორამ იკითხოს, ესპანეთში რომ რჩება, თორემ მე კი ვიცი, რომ ცივ ნიავს არ მომაკარებთ!“ – წერს „ლევანტეს“ სოციალური მედიის ხელმძღვანელი, ქართვლებისთვის უკვე ძალიან კარგად ცნობილი ხავი სოციალურ ქსელში.
პროქეტში მონაწილეობის მსურველ მოთამაშეებს რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკი
0
0