14/10/2024
19:20
სპორტი
კვიპროსმა კადეტ, იუნიორ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სამბისტებმა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ცხრა მედალია - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.
ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა რომეო ნიქაბაძემ (98 კგ), ვერცხლის მედლები დავით ვაშაყმაძემ (49 კგ), ნინო დარჩიამ (59 კგ) და მიხეილ გაფრინდაშვილმა (71 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი ანა გაგოშიძე (+72 კგ), ლუკა დავითაძე (58 კგ), გოგა გორგაძე (64 კგ), ლუკა ნიქაბაძე (98 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (79კგ) გახდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სამბისტები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
0
0