14/05/2023
13:19
სპორტი
მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე T16-ში, ქართველმა მოფარიკავეებმა მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, FIE-ს რეიტინგის პირველი გუნდი, სამხრეთ კორეის ნაკრები 45-43 დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე.
ბოლო შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ რეიტინგის ყოფილ ლიდერს, სანგუკ ოსს 11-3 სძლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ტურნირზე ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია.
სანდრო ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე, ზედიზედ მე-11 ტურნირია საპრიზო სამეულში ხვდება.
0
0