06/09/2024
14:55
სპორტი
პარიზის პარალიმპიადის მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (70 კგ, კატეგორია J2). ნახევარფინალი მან ჩინელ იუე ვანგთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ პარასპორტსმენს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ქართველმა პარაძიუდოისტმა ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა.
ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.
შეგახსენებთ, დღეს ფინალში ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება გიორგი ქალდანი. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
0
0