05/09/2024
11:27
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მხატვრული მოცურავეები მარი ალავიძე და ანი ყიფიანი პერუში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მოცურავე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა - 18 წლის მარი ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამის ფინალურ ეტაპზე 268,9208 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა. წინასწარ შეჯიბრებაში ის 271,0895 ქულით ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის დასახელდა.
მარი ალავიძემ და ანი ყიფიანმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დუეტში ტექნიკური პროგრამითაც იასპარეზეს და ტურნირი 27 მონაწილეს შორის მე-18 ადგილზე დაასრულეს.
სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და გულშემატკივრები დახვდნენ.
0
0