ქართველი მევიოლინე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
13/10/2023
22:31
კულტურა
A-
+A
21 წლის ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ამერიკის საერთაშორისო კონკურსის “American international music competition” გამარჯვებული გახდა. გოგონამ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
“ეს გამარჯვება ჩემთვის და თითოეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კონკურსში საქართველოს სახელით ვიღებ მონაწილეობას და იმდენად დიდ სიყვარულს ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას რომ მათი იმედები არ გავამართლო” – ამბობს გვანცა ბუცხრიკიძე.
ქართველი გოგონა ნიუ-იორკის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია. ის აქტიურად მონაწილეობს ამერიკის სხვადასხვა კლასიკური მუსიკის კონკურსებში. გვანცა ქუთაისში მ.ბალანჩივაძის #1 სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა.
0
0
474
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%