25/06/2023
21:22
სპორტი
ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას უცხოური მედია სუპერსენსაციად მიიჩნევს, სადაც ჩვენმა გუნდმა A ჯგუფში პორტუგალიას სძლია, ბელგიასთან კი ქამბექი შემოგვთავაზა.
უეფას საიტმა გუშინდელ მატჩს და რამაზ სვანაძის გუნდის მიღწეულ ფრეს წერილი მიუძღვნა:
"საქართველომ ორბურთიანი ჩამორჩენა გმირულად შემოატრიალა. 0:2-ზე შეცვლაზე შესულმა გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა თამაში თავდაყირა დააყენეს. მათი ზუსტი დარტყმების წყალობით ქართულმა გუნდმა ახალგაზრდული ევროს საფინალო ტურნირზე სარეკორდო აუდიტორიის წინაშე შეხვედრა ფრედ დაასრულა და ორქულიანი უპირატესობით პირველ ადგილზე დარჩა.
თბილისში ჩატარებულ მატჩს ევრო U21-ის ფინალური ტურნირების ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო - სტადიონზე 41 887 გულშემატკივარი მივიდა".
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელიც გუშინ პორტუგალიას დაუზავდა (1:1) და საკვალიფიკაციოს ჩათვლით ბოლო 8 შეხვედრაში პირველი გოლი გაუშვა.
ამ დროისთვის საქართველო ჯგუფში 4 ქულით ლიდერია.
0
0