06/01/2022
11:46
პოლიტიკა
,,ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ - ჩემი ბაბლის ნაწილს.
ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით - დიდი ნაბიჯით -ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.
ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით).
ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია.
პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ).
ნუ ამახინჯებთ ისტორიას - თუნდაც უახლესს.
გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება.
და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება - ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ.
ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია.
რა ყაზახეთი?'',- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
0
0