23/05/2023
13:07
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა სტივ კინმა გუნდის პირველი ვარჯიშის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და შედეგების გაუმჯობესებაა.
„მიხარია აქ ყოფნა. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო და ბოდიშს ვიხდი, ქართულად რომ ვერ ვსაუბრობ. ენას აუცილებლად ვისწავლი, რათა უკეთ შევძლო ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ეს მნიშვნელოვანია.
ვარჯიშამდე მოთამაშეებს ვესაუბრე. ავუხსენი, მათგან რა მოლოდინები მაქვს. ვუთხარი, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
გულშემატკივრები გუნდისგან ბევრს ელიან და აუცილებლად უკეთესი შედეგები გვჭირდება. ამჟამინდელი პოზიცია ცხრილში ამ დონის გუნდისთვის მიუღებელია.
ვხედავ ფეხბურთელებისა და პერსონალის მონდომებას. ბევრს ვიმუშავებთ და დავრწმუნდებით, რომ მეტი შეგვიძლია. შემდეგი თამაშები გვაჩვენებს, ლიგაში წარმატებისთვის ვართ თუ არა მზად. სეზონის მეორე ნახევარში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ“, – აცხადებს სტივ კინი.
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი გუნდს პირველად მოედანზე ქართულ „კლასიკოში“ გაიყვანს. ქუთაისელები „დინამო თბილისს“ 24 მაისს სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ დაუპირისპირდებიან.
0
0
ხანძრის შედეგად ათი მოხუცი დაიღუპა
15/11/2024