19/09/2024
20:17
კონფლიქტები
საქართველო კვლავ რჩება აფხაზეთის მთავარ საფრთხედ. ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.
„მიუხედავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით ანექსიის კრახისა, საქართველო კვლავ რჩება მთავარ საფრთხედ ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც საქართველო განიცდის და მისი ეკონომიკური პრობლემები არ უნდა გვამშვიდებდეს. საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალები საქართველოში განაგრძობენ ომის განახლების საფრთხეს, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - განაცხადა მან.
შამბამ ასევე, აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ბიუჯეტის „მნიშვნელოვან ზრდაზე“ 2020 წლიდან.
„მიმდინარეობს ძალისხმევა ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული ალიანსითაც. თუმცა, ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობით ჩვენ უნდა განვახორციელოთ დაბალანსებული დიპლომატიური აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო საფრთხის თავიდან აცილებას და ჩვენი დამოუკიდებლობის მაღიარებელი ქვეყნების წრის გაფართოებას“, - დასძინა მან.
0
0