31/01/2025
16:36
საზოგადოება
„ქართულმა ლეგიონმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „მტკიცედ უარყო სლოვაკეთის ხელისუფლების უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებაში“ მონაწილეობის შესახებ. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
„ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დანაყოფის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამულაშვილმა.
მან გაიხსენა, რომ მსგავსი ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას ადრეც ჰქონდა.„ახლა სლოვაკეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა იგივე რუსული თამაში ეთამაშა, იგივე ტყუილებს ამუშავებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს ტაქტიკა კარგად არის ცნობილი და არაერთხელ იქნა გამოყენებული კრემლის მიერ იმ ადამიანების დისკრედიტაციისთვის, ვინც წინააღმდეგობას უწევს მის გავლენას“, - დასძინა მან.
აქვე შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტების უკან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ დგას. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
როგორც სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიტინგებში მონაწილე ოპოზიციონერებს და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს, როგორიცაა „მშვიდობა უკრაინას“, „ქართულ ლეგიონთან“ აქვთ კავშირი.
ფიცოს განცხადებით, „ქართული ლეგიონი“ უკრაინულ კონტრდაზვერვასთან არის დაკავშირებული, ხოლო მისი ლიდერი მამუკა მამულაშვილი იმ პირთა შავ სიაშია შეყვანილი, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
0
0