20/04/2024
11:22
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 2.32%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48.35 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.37 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 29.62%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.33%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.69 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 3.2%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.23%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 601 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 23.56%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart
0
0