11/03/2022
18:03
ბადაგონი
გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ბაზრების დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად და კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და მომხმარებლების მოსაძიებლად.
საქართველოდან წარმოდგენილ 23 კომპანიას შორის იყო, ყველაზე მსხვილი ქართული ღვინის კომპანია „ბადაგონი“.
როგორც „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა მარი გიორგაძემ spacesnews განუცხადა, აშშ-ის ბაზარი ყველაზე დიდი და მზარდი ბაზარია ქართული ღვინისთვის.
„კომპანია ბადაგონი უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით ოპერირებს, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ არის ერთ ერთი ყველაზე დიდი, მზარდი და მნიშვნელოვანი ბაზარი ქართული ღვინისთვის, ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ბერკეტი, ახალი პარტნიორების მოსაძებნად და სარეალიზაციო არეალის გასაზრდელად. ამ მხრივ, გამოფენამ წარმატებით ჩაიარა“,- განაცხადა მარი გიორგაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა COVID-19-ის პანდემიის დაწყების
0
0