ქარიშხალ „იანის“ მსხვერპლთა რიცხვი 80-ს აჭარბებს
03/10/2022
12:45
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა.
მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „იანი“, რომელიც კარიბის ზღვის აუზში წარმოიქმნა, ფლორიდის შტატის სანაპიროს დაატყდა თავს. მისი სიჩქარე ეპიცენტრში საათში 249 კმ-ს აღწევდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მიმდინარე კვირის ბოლოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამოწმებლად ფლორიდაში გაემგზავრებიან.
ფლორიდის შტატის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, მაშველები დატბორილ უბნებში გადარჩენილებს ჯერ კიდევ ეძებენ.
„იანი“ ერთ-ერთი უმძლავრესი ქარიშხალია, რომელიც შეერთებულ შტატებში ოდესმე ყოფილა.
0
0
300
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%