15/01/2024
09:11
სპორტი
მონაკოში დასრულდა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.
სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული შვეიცარიელი ალექსანდრა კოსტენიუკი გახდა. მან 11 შესაძლებლობიდან 9 ქულა დააგროვა.
ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა აჩვენა. 11 შესაძლებლობიდან მოგროვილი 8 ქულით ნინო ბაციაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა.
სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობისთვის მებრძოლ 116 მოჭადრაკეს შორის იყო ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა.
1. ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) - 9 ქულა
2. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - 8,5 ქულა
3. ელიზაბეტ პაეტცი (გერმანია) - 8,5 ქულა
4. კლაუდია კულონი (პოლონეთი - 8,5 ქულა
5. ნინო ბაციაშვილი (საქართველო) - 8 ქულა
17. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) - 7 ქულა
22. სოფიო გვეტაძე (საქართველო) - 7 ქულა
27. ინგა ჭარხალაშვილი (საქართველო) - 6,5 ქულა
42. ინგა ხურცილავა (საქართველო) - 6 ქულა
43. ნონა გაფრინდაშვილი(საქართველო) - 6 ქულა
56. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) - 5,5 ქულა
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024