10/11/2024
22:02
სპორტი
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურში შინ „კვარტალთან“ ქულა მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.
ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ გამართულ შეხვედრაში გიორგი ჩხაიძის გუნდს ოქროს მედლების მოსაპოვებლად ქულა სჭირდებოდა და უშუალო კონკურენტთან დაძაბულ შეხვედრაში მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწია.
„კვარტალმა“ თამაში უკეთ დაიწყო და პირველი ნახევარი მისი გამარჯვებით დასრულდა – 1:0. 31-ე წუთზე მასპინძლებს ლიზი გოგალაძემ გაუტანა. „ლანჩხუთმა“ იბრძოლა, 73-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძის დარტყმის შემდეგ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, სასურველ შედეგს მიაღწია.
„ლანჩხუთმა“ ფინალური ოთხეულის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 23 ქულა დააგროვა, კონკურენტები, „ნიკე-ლუსო“ (20) და „კვარტალი“ (20) ვეღარ დაეწევიან, არსებობის ისტორიაში ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა და მომავალ სეზონში ევროთასებზე საქართველოს სახელით ითამაშებს.
ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის ფინალურ ექვსეულში 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
ქალთა ლიგა
1. ლანჩხუთი – 23
2. ნიკე-ლუსო – 20
3. კვარტალი – 20
4. ბათუმი – 0
0
0